ჩვენ შესახებ

ეს საიტი კარგი სასმელის მოყვარულებმა გავაკეთეთ. ჩვენ, ათ წელზე მეტია რაც ალკოჰოლის სფეროში ვართ და მართლაც ბედნიერებაა დაკავებული იყო იმით, რაც გიყვარს. ახლობლები, ნაცნობები მუდმივად გვეკითხებიან სად შეიძინონ სასმელი, როგორ შეუხამონ კერძებს, თუ სიტუაციებს და ა.შ.

ეს საიტი ერთგვარი პასუხია ჩვენთვის ხშირად დასმულ შეკითხვებზე - შესაბამისად თავი მოვუყარეთ ერთ ონლაინ მაღაზიაში ყველა იმ პროდუქციას, რომელსაც ჩვენ გავუწევდით რეკომენდაციას. 

გვინდა, რომ ქართულ ბაზარზე გაზარდოს ალკოჰოლის ხარისხის სტანდარტი და ამ მიზნის მიღწევას პირველ რიგში მაღალი ხარისხის სასმელის შერჩევით და თქვენთვის შემოთავაზებით ვაპირებთ.

ჩვენთნ არც დიიიდი არჩევანია და არც ყვეეელაზე დაბალი ფასები, ჩვენთან უბრალოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტია.

აქ მხოლოდ იმპორტული სასმელია, რომელიც ჩამოსხმულია ევროკავშირის ქვეყნებისთვის და არა ე.წ. მესამე ქვეყნებისთვის. ასე რომ პროდუქციის ფასიც და ასორტიმენტიც ხარისხის შესაბამისია.

სასმელი რომელიც ჩვენი ხარისხის კრიტერიუმებში ჯდება, სამწუხაროდ არ არის ქართულ ბაზარზე მასობრივად მოთხოვნადი და საბითუმო ბაზარზე მისი მცირე არჩევანია.

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ხარისხიანი სასმელი მხოლოდ ჩვენთან იყიდება, მაგრამ იმას ნამდვილად ვამტკიცებთ, რომ ჩვენთან მხოლოდ ხარისხიანი სასმელი იყიდება.

გახსოვდეთ - ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის, ხოლო ცუდი ალკოჰოლის მცირედი მოხმარებაც კი - სავალალო შედეგით შეიძლება დასრულდეს.